ჟურნალისტებმა, მარტა ქურასბედიანმა და ქეთი ხიდიშელმა "ფორმულა" დატოვეს
ტელეკომპანია "ფორმულა" დატოვეს ჟურნალისტებმა, მარტა ქურასბედიანმა და ქეთი ხიდაშელმა. მათ განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ პირველ თებერვალს დაწერეს, როდესაც საინფორმაციო სამსახურის 28 ოპერატორმა პროტესტის ნიშნად მუშაობა შეაჩერა. გაფიცულ ოპერატორებს შორის იყვნენ ქეთი ხიდიშელისა და მარტა ქურასბედიანის მეუღლეები.
"ვადასტურებ, რომ არხის ვიდეო ოპერატორების გაფიცვის პირველ დღეს დავტოვე არხი. მიზეზი გახდა ხელმძღვანელების დამოკიდებულება გაფიცული თანამშრონლების მიმართ. სამართლიანი პროტესტის წინაღმდეგ ხელმძღვამელობამ ცილისწამებლურ კამპანიას მიმართა, რაც ჩემთვის იყო მიუღებელი და ამიტომ დავტოვე არხი. არხის დატოვებას კავშირი არ აქვს სარედაქციო პოლიტიკასთან. მეტ დეტალზე საუბარი ამ მომენტში არ მსურს" - უთხრა რადიო თავისუფლებას მარტა ქურასბედიანმა.
ფორმულამ ოპერატორებს, რომლებიც ხელფასის მატებას ითხოვდნენ, ხელშეკრულებები შეუჩერა და 3 თებერვალს სამსახურიდან გაათავისუფლა. ოპერატორები არხიდან მათ გათავისუფლებას უსამართლოს უწოდებენ და აპირებენ, სამართლებრივ ზომებს მიმართონ.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.