Jump to content
Planeta.Ge

აუდიტი: პენიტენციური სამსახური ვერ აკონტროლებს მედიკამენტების მიღებისა და ხარჯვის ოპერაციებს


სახელმწიფო აუდიტის სამსახური იუსტიციის სამინისტროს ფინანსურ ანგარიშში, რომელიც 3 თებერვალს გამოქვეყნდა, წერს, რომ პენიტენციურ სამსახურში კვლავ არაა დანერგილი შესაბამისი კონტროლის მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს მედიკამენტების მიღებისა და გახარჯვის ოპერაციების თანმიმდევრულ აღრიცხვას. აუდიტმა გამოავლინა სხვაობები აქტით ჩამოწერილ მედიკამენტებსა და ბუღალტრულ ოპერაციებს შორის. აუდიტის სამსახურის განმარტებით, სხვაობას იწვევს ის გარემოება, რომ ვერ ესწრება მიღებული მედიკამენტების ბუღალტრული ასახვა, მაშინ როდესაც მედიკამენტი უკვე გახარჯულია. ამასთანავე, ზოგჯერ ვერ იდენტიფიცირდება ჩამოწერილი მედიკამენტების შესაბამისი აქტები.

აუდიტის სამსახურის ანგარიში 2021 წლის პერიოდს მოიცავს, თუმცა მედიკამენტების აღრიცხვის პრობლემა პენიტენციურ სამსახურში სიახლე არ არის და ამ საკითხზე საუბარია წინა წლების ანგარიშშიც. 2019 წლის ანგარიშში აუდიტის სამსახური წერდა, რომ 2017 წელს მედიკამენტებისა და სამედიცინო სახარჯი მასალების ინვენტარიზაციამ აჩვენა 893 580 ლარის დანაკლისი, რომელთა შორის იყო გაუქმებულ პენიტენციურ დაწესებულებებზე რიცხული, 134 780 ლარის მარაგები.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...