კობიაშვილი მესამედ აირჩიეს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად - არჩევნებში სხვა კანდიდატი არ მონაწილეობდა
ლევან კობიაშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მესამედ აირჩიეს არჩევნებში, რომელშიც სხვა კანდიდატი არ მონაწილეობდა. ფეხბურთის ფედერაციის 33-ე საარჩევნო ყრილობა, რომელზეც პრეზიდენტის არჩევნები გაიმართა, დღეს ჩატარდა სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში.“
ლევან კობიაშვილს ხმა მისცა ხმის უფლების მქონე 28-ვე დელეგატმა.
ლევან კობიაშვილი ამ პოსტს 2015 წლიდან იკავებს.
2016 წლიდან ის საქართველოს პარლამენტის წევრია და მმართველ პარტიას, "ქართულ ოცნებას" წარმოადგენს.
რადიო თავისუფლება
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.