Jump to content
Planeta.Ge

კანადამ სანქციები დაუწესა 38 ფიზიკურ და 16 იურიდიულ პირს, რომლებსაც კავშირი აქვთ რუსული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გავრცელებასთან


კანადამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ახალი შეზღუდვები დაუწესდა 38 ფიზიკურ და 16 იურიდიულ პირს, რომლებსაც კავშირი აქვთ რუსული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გავრცელებასთან.

„შავ სიაში“ მოხვდა სახელმწიფო მედიაჰოლდინგი „რასია სეგოდნია“, რომელსაც დმიტრი კისილიოვი და მარგარიტა სიმონიანი ხელმძღვანელობენ, ასევე – კერძო სამხედრო კომპანიის „ვაგნერის“ დამფუნებელთან ევგენი პრიგოჟინთან დაკავშირებული საინფორმაციო რესურსები. სანქციები შეეხო ტელეწამყვანებსა და ჟურნალისტებს, ასევე კრემლის მხარდამჭერ მომღერლებს, მათ შორის არიან ოლეგ გაზმანოვი, ნიკოლაი ბასკოვი, ლარისა დოლინა, დიმა ბილანი, ირინა ალეგროვა, იუმორისტი მიხაილ გალუსტიანი და სხვები.

„პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ომი უკრაინაში ეფუძნება ტყუილსა და სიცრუეს. რუსულ დეზინფორმაციულ ოპერაციებში ჩართული არიან ცნობილი ადამიანები და ე.წ. საინფორმაციო ორგანიზაციები, რომლებიც ახმოვანებენ კრემლის არგუმენტებს და მცდელობებს, გაამართლონ უკრაინაში სისასტიკეები“, – ნათქვამია კანადის საგარეო უწყების განცხადებაში.

 


ავტორი - ქეთი ჩოხელი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...