Jump to content
Planeta.Ge

ვოლოდიმირ ზელენსკი - ბახმუტის დანებებას არავინ აპირებს - ვიბრძოლებთ


ბახმუტის დანებებას არავინ აპირებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ “უკრაინა-ევროკავშირი” სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

“ბახმუტში დანებებას არავინ აპირებს. ვიბრძოლებთ, რამდენ ხანსაც შევძლებთ”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შესაძლებლობა აქვთ უკრაინის აღმოსავლეთში რუსეთის რევანში (წინსვლა) არ დაუშვან იმ მომენტამდე, სანამ პარტნიორებისგან გადმოცემული შესაბამისი იარაღით არ გაძლიერდებიან.

“ჩვენ ვთვლით, დაზვერვა და სამხედროები, რომ ჩვენი სახელმწიფოს აღმოსავლეთში ზეწოლა გაძლიერდება. რუსეთს რევანში სურს. და ეს რევანში ზუსტად იქ სურს, სადაც ძალიან სჭირდებათ. ჩვენი ამოცანაა ამის შესაძლებლობა არ მივცეთ ჩვენი არმიის შესაბამისი იარაღით გაძლიერების მომენტამდე. ვთვლი, რომ შანსი გვაქვს”, - თქვა ზელენსკიმ.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...