შარლ მიშელი - კრემლმა ვერ შეგვაშინა და ვერ შეგვაშინებს, რადგან ევროკავშირი და უკრაინა ოჯახია - თქვენი ბედი - ჩვენი ბედია
კრემლმა არ შეგვაშინა და არ შეგვაშინებს, რადგან ევროკავშირი და უკრაინა ოჯახია, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა კიევში უკრაინა-ევროკავშირის სამიტის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
“ეს სამიტი ორ მკაფიო მესიჯს აგზავნის: ერთი - თქვენთვის და უკრაინის ხალხისთვის - ევროკავშირი ყველაფრით დაგიჭერთ მხარს, რაც შესაძლებელია… და მეორე მესიჯი - უკრაინის მომავალი ევროკავშირშია. უკრაინელებმა მკაფიო არჩევანი გააკეთეს თავისუფლების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სასარგებლოდ. თქვენი მომავალი ჩვენთან ერთად არის ჩვენს საერთო ევროკავშირში. თქვენი ბედი - ჩვენი ბედია”, - თქვა მიშელმა.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ განაცხადა, რომ უკრაინა უკვე ამ წელს იმსახურებს ევროკავშირში წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყებამდე მისვლას.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.