Jump to content
Planeta.Ge

ცნობილმა ირანელმა კინორეჟისორმა ჯაფარ ფანაჰიმ შიმშილობა გამოაცხადა


ცნობილმა ირანელმა კინორეჟისორმა ჯაფარ ფანაჰიმ, რომელსაც შარშან ექვსი წლით პატიმრობა მიუსაჯეს, შიმშილობა გამოაცხადა. ის აპროტესტებს ციხეში მის გაჩერებას უკვე მას შემდეგ, რაც ადვოკატმა წარმატებით გაასაჩივრა მისი დაკავება.

ფანაჰი ერთ-ერთი ყველაზე უფრო ცნობილი ირანელი კინორეჟისორია. მის ფილმებს მინიჭებული აქვს ბერლინისა და კანის კინოფესტივალების პრემიები, ლოკარნოს ფესტივალის „ოქროს ლეოპარდი“ და ვენეციის კინოფესტივალის „ოქროს ლომი“.

შარშან მაისში ფანაჰიმ 300-ზე მეტ ირანელ ინტელექტუალთან და კულტურის მოღვაწესთან ერთად მოაწერა ხელი ღია წერილს, რომელშიც მათ დაგმეს ქვეყანაში მზარდი რეპრესიები სიტყვის თავისუფლებისა და შემოქმედების წინააღმდეგ.

2022 წლის ივლისში ფანაჰი თეირანში დააკავეს. სასამართლომ რეჟისორს ექვსი წლით პატიმრობა მიუსაჯა 2010 წლის ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლების მხარდაჭერისა და „სისტემის წინააღმდეგ პროპაგანდისთვის“.

ირანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ გადაწყვიტა განაახლოს 2010 წელს გამოტანილი განაჩენის მოქმედება. ფანაჰი გაასამართლეს იმის გამო, რომ ის ესწრებოდა თეირანში ანტისამთავრობო გამოსვლების დროს მოკლული სტუდენტის დაკრძალვას და შეეცადა, ფილმი გადაეღო იმ მოვლენებზე.

რადიო თავისუფლება

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...