Jump to content
Planeta.Ge

გერმანიის მთავრობამ დაადასტურა, რომ Leopard 1 ტანკებსაც გადასცემს უკრაინას


გერმანიამ მოიწონა უკრაინისთვის Leopard 1 ტანკების გადაცემა საკუთარი მარაგებიდან. ამის შესახებ პარასკევს განაცხადა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელმა შტეფენ ჰებეშტრაიტმა. ლაპარაკია საერთო ჯამში 88 ერთეულზე. ისინი მწარმოებელი კომპანია Rheinmetall-ის საწყობებში ინახება. ჰებეშტრაიტის თქმით, ტანკების მიწოდება უახლოეს კვირებში შეიძლება დაიწყონ.

მანამდე Süddeutsche Zeitung-ში გაჩნდა ინფორმაცია, რომ გერმანია უკრაინისთვის Leopard 1-ების მიწოდებასაც აპირებს.

 

Leopard 1 ბუნდესვერის შეიარაღებაში მყოფი ძირითადი ტანკის წინა მოდელია, რომელიც 1980-იანების შუა წლებიდან აღარ იწარმოება. მან ადგილი დაუთმო უფრო თანამედროვე Leopard 2-ს. მაგრამ Leopard 1 კვლავაც არის მრავალი ქვეყნის შეიარაღებაში და მას გამუდმებით უტარებენ მოდერნიზაციას. 88 ტანკი, რაც შეიძლება მიიღოს უკრაინამ, მთლიანობაში 100 მილიონ ევროზე მეტი ღირს.

გაზეთ Süddeutsche Zeitung-ის თანხად, Leopard-ის ძველი მოდელი სხვა კალიბრის ჭურვებს იყენებს. ამიტომ არსებობს საბრძოლო მასალის დეფიციტის საფრთხე. ამ საკითხის გადაჭრაზე იზრუნებენ ქვეყნები, რომლებიც უკრაინას ეხმარებიან.

იანვარში გერმანიის მთავრობამ ხანგრძლივი ორჭოფობის შემდეგ გადაწყვიტა, უკრაინას გადასცეს 14 ტანკი Leopard 2, რომელიც უფრო თანამედროვე მოდელია. ასევე გერმანიამ სხვა ქვეყნებსაც მისცა უკრაინაში Leopard 2-ების რეექსპორტის უფლება.

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა 2 თებერვალს, სტალინგრადის ბრძოლაში გამარჯვების მე-80 წლისთავისადმი მიძღვნილ საღამოზე გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთს მოეპოვება პასუხი უკრაინისთვის მიწოდებულ დასავლურ ტანკებზე, მათ შორის გერმანულ Leopard-ებზე.

აშშ-მა გამოაცხადა, რომ უკრაინას გადასცემს 31 ერთეულ ძირითად ტანკ Abrams-ს.

რადიო თავისუფლება

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...