ნათია მეზვრიშვილი ხელისუფლებას კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს
მორიგი სიცრუე ვრცელდება ხელისუფლებისგან კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. სიმართლე არის შემდეგი - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ევროკავშირის წევრობის (და შესაბამისად კანდიდატის სტატუსის მიღების) წინაპირობაა ქვეყნის მიერ ე.წ. კოპენჰაგენის კრიტერიუმების დაკმაყოფილება, რომელიც მოიცავს პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიტერიუმებს. პოლიტიკური კრიტერიუმები თავის მხრივ მოიცავს ინსტიტუტების სტაბილურობას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებების დაცვას, უმცირესობების დაცვას.
მისი თქმით, ევროკავშირის წევრობის (და შესაბამისად კანდიდატის სტატუსის მიღების) წინაპირობაა ქვეყნის მიერ ე.წ. კოპენჰაგენის კრიტერიუმების დაკმაყოფილება, რომელიც მოიცავს პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიტერიუმებს. პოლიტიკური კრიტერიუმები თავის მხრივ მოიცავს ინსტიტუტების სტაბილურობას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებების დაცვას, უმცირესობების დაცვას.
"არსებობს კიდევ ერთი კრიტერიუმი acquis communautaire, რომელიც ცალკე დგას კოპენჰაგენის კრიტერიუმებისგან და რომელიც გულისხმობს ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისობას ევროკავშირის კანონმდებლობასთან.
ყოველთვის ვამბობდი, რომ საქართველოს კანონმდებლობა ევროპულ სტანდარტებთან თითქმის იდეალურ თანხვედრაში იყო (ამაზე ბევრი წელი დაიხარჯა). შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ ამ მხრივ შეფასება პოზიტიურია და არც ისაა გასაკვირი, რომ უკრაინას და მოლდოვას ვუსწრებთ იმიტომ, რომ მათზე გაცილებით ადრე დავიწყეთ საკანონმდებლო რეფორმები.
ჩვენი პრობლემა კანონმდებლობა არასოდეს ყოფილა. ჩვენი პრობლემა კანონმდებლობის პრაქტიკაში შეუსრულებლობაა. არაფორმალური მმართველობაა. კანონი მხოლოდ ქაღალდზე გვაქვს.
ჩვენ დღემდე შეუსრულებელი გვაქვს სწორედ კოპანჰაგენის კრიტერიუმების პოლიტიკური კრიტერიუმი (საყოველთაოც ცნობილი 12 პუნქტი), რომელიც გულისხმობს არა კანონმდებლობის ცვლილებას, არამედ ისეთ ფუნდამენტურ რეფორმებს, რომელიც მთლიანად გარდაქმნის მმართველობის სისტემას - უზრუნველყოფს დეოლიგარქიზაციას, არაფორმალური მმართველობის აღმოფხვრას და მართვის დემოკრატიული წესების დამკვიდრებას. ოცნებამ ამის ნაცვლად აქაც მეორეხარისხოვანი საკანონმდებლო ცვლილებები შემოგვთავაზა. ამიტომ არის 12 პუნქტი და შესაბამისად პოლიტიკური კრიტერიუმი შეუსრულებელი.
როდესაც კანდიდატის სტატუსის მონიჭებაზე იმსჯელებენ, არ შეგვაფასებენ მხოლოდ acquis communautaire-ით, შეგვაფასებენ ყველა ზემოაღნიშნული კრიტერიუმით.
ყველაფრის მიუხედავად, საქართველომ აუცილებლად უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ეს არის ის, რასაც ყველა ფორმატში ვითხოვთ. უნდა მიიღოს იმიტომ, რომ გაიზარდოს წნეხი რეფორმების განხორციელებაზე და მივიღოთ დემოკრატიული საქართველო, რაც სრულფასოვანი წევრობის წინაპირობა უნდა გახდეს.
ეს შესანიშნავად იცის ცრუ ირაკლი კობახიძე / Irakli Kobakhidze-მ!" - წერს ნათია მეზვრიშვილი.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.