დმიტრო კულება - უკრაინა მზად არის ნებისმიერ დროს გაწყვიტოს დიპლომატიური ურთიერთობები ირანთან, ეს მხოლოდ პრეზიდენტის გადასაწყვეტია
უკრაინა მზად არის ნებისმიერ დროს გაწყვიტოს დიპლომატიური ურთიერთობები ირანთან, მხოლოდ პრეზიდენტის გადასაწყვეტია, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ BBC News Україна-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისი განმარტებით ირანმა „ხაზს გადააბიჯა“, როდესაც რუსეთისთვის უკრაინის წინააღმდეგ გამოსაყენებლად კამიკაძე-დრონების მიწოდება დაიწყო.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პრეზიდენტს თეირანთან ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ წინადადება განსახილველად წარუდგინა.
„ეს ჩვენი სიგნალია ირანისთვის - როგორ მომგებიანადაც არ უნდა გეჩვენებოდეს რუსეთთან თანამშრომლობა უკრაინის წინააღმდეგ, გარწმუნებთ, რომ ამ თანამშრომლობის ნეგატიური შედეგები ბევრად აღემატება ნებისმიერ სარგებელს“, - განაცხადა კულებამ.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.