89 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი ჯემალ ღაღანიძე
89 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი ჯემალ ღაღანიძე.
მსახიობის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას რუსთაველის თეატრი ავრცელებს.
„რუსთაველის ეროვნული თეატრი უდიდეს მწუხარებას, ტკივილს განიცდის…
ჩვენი უძვირფასესი ჯემალ ღაღანიძე გარდაიცვალა!“ – აღნიშნულია რუსთაველის თეატრის სამძიმრის წერილში.
ჯემალ ღაღანიძე 1956 წელს წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო. განსახიერებული აქვს სხვადასხვა ხასიათის მრავალი როლი. მათგან აღსანიშნავია: წიწოლა („ბახტრიონი“), ბ-ნი გიორგი („მზიანი ღამე“), არჩილ ფორია („გვადი ბიგვა“), ფირუზა („მეტეხის ჩრდილში“), ვაჭარი ტყუილკოტრიანცი („ხანუმა“), ლავრენტი და მამამთილი („კავკასიური ცარცის წრე“), I ღმერთი („სეჩუანელი კეთილი ადამიანი“), II ალქაჯი („მაკბეტი“);
გადაღებულია ფილმებში: „ჩემი მეგობარი ნოდარი“ (1968), „კარდაკარ“ (1960), „ფეოლა“ (1970), „ვინ არის დამნაშავე“, „კაპიტნები“ (1974).
2011 წელს რუსთაველის თეატრის წინ გაიხსნა ჯემალ ღაღანიძის „ვარსკვლავი“.
2022 წელს ჯემალ ღაღანიძეს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.