გიორგი გახარია - პირდაპირი ფრენების გახსნა მხოლოდ ამყარებს საქართველოს სახიფათო ალიანსს პუტინის რუსეთთან
„საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია აცხადებს, რომ რუსეთის მოქალაქეების „უკონტროლო შემოდინება“ საქართველოში პირდაპირი საფრთხეა ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის.
გახარია მოუწოდებს მთავრობას, მიიღოს „სასწრაფო ზომები“.
„პირდაპირი ფრენების გახსნა მხოლოდ ამყარებს საქართველოს სახიფათო ალიანსს პუტინის რუსეთთან. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მიიღოს სასწრაფო ზომები საქართველოს მშვიდობისა და თავისუფლების ინტერესებიდან გამომდინარე”, - წერს გახარია და აქვეყნებს მისი საპარლამენტო გუნდის შემუშავებულ რეზოლუციას.
ინფორმაციისთვის, პარტიამ "საქართველოსთვის“ პარლამენტში რეზოლუცია დაარეგისტრირა, რომლითაც მთავრობას მოუწოდებს შეზღუდოს საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო მიგრაცია, რუსეთის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში უვიზოდ ყოფნის ვადა და ფრენების შეზღუდვა დატოვოს ძალაში.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.