Jump to content
Planeta.Ge

სერგეი ლავროვი - მადლობა ღმერთს, რომ სალომე ზურაბიშვილი არ ადგენს საქართველოს განვითარების კურსს


მადლობა ღმერთს, რომ სალომე ზურაბიშვილი არ ადგენს საქართველოს განვითარების კურსს, – ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუს დროს გააკეთა. მისი თქმით, ის ძალიან კარგად იცნობს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს.

ლავროვმა განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს მასთან ერთად მუშაობდა შეთანხმებაზე, რომელიც ორი რუსული ბაზის საქართველოდან გაყვანას ითვალისწინებდა.

„ახლა საქართველოში, პრეზიდენტთან ერთად, რომელიც, მადლობა ღმერთს, არ ადგენს ქვეყნის განვითარების კურსს და უფრო ცერემონიალურ ფუნქციას ასრულებს, არსებობს მთავრობა. მე არ მინდა, ვინმემ იფიქროს, რომ ამ მთავრობის კომპრომიტირება მსურს პოზიტიური სიტყვებით იმის შესახებ, რასაც ის აკეთებს, მაგრამ, უბრალოდ, მოვახდენ საქართველოს პრემიერ-მინისტრის და მინისტრების ციტირებას, რომლებიც სანქციებთან მიერთების, მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნით უპრეცედენტო ზეწოლის საპასუხოდ ამბობენ: „თქვენ იცით, რომ ჩვენ ვხელმძღვანელობთ ეროვნული ინტერესებით. ჩვენ ვაჭრობა გვაქვს რუსეთთან და ენერგომატარებლებს ვიღებთ“, – განაცხადა ლავროვმა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენის წინააღმდეგ გამოვიდა. „ბლუმბერგთან“ საუბრისას ზურაბიშვილმა თქვა, რომ მომავალი სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ გაფორმდება, უნდა შეიცავდეს პუნქტს რუსული ძალების აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან გაყვანის შესახებ.

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...