Jump to content
Planeta.Ge

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტზე მუშაობას 24 თებერვლისთვის დაასრულებს


ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტზე მუშაობას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის წლისთავისთვის, ანუ 24 თებერვალს დაასრულებს.

ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ქვეყნის პრეზიდენტ ვოლოდიმიერ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ამ სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების წლისთვაზე ჩვენ გვექნება სანქციების მეათე პაკეტი“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

მან ამასთან აღნიშნა, რომ რუსეთი იძულებული იქნება გადაიხადოს იმ განადგურებისთვის, რომელიც მან გამოიწვია და იძულებული იქნება მისცეს უკრაინას სახსრები აღდგენისთვის.

„რუსეთის სახელმწიფო სახსრები უკრაინის სასარგებლოდ დაიხარჯება. თუ როგორ გავაკეთოთ ეს, ამაზე ჩამოვყალიბდებით“,- განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...