სახელმწიფო დეპარტამენტი - კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში აშშ-ის მთავარ მრჩევლად ლუის ბონო დაინიშნა, რომელიც რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ოკუპაციის მოსაგვარებლად იმუშავებს
კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში აშშ-ის მთავარ მრჩევლად ლუის ბონო დაინიშნა. ის ფილიპ რიკერს ჩაანაცვლებს.
როგორც სახელმწიფო მდივანის, ენტონი ბლინკენის განცხადებაშია აღნიშნული, ლუის ბონო იმუშავებს რეგიონულ ლიდერებთან სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესის წინსვლისთვის და რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიის მიმდინარე ოკუპაციის მოსაგვარებლად.
„მისი დანიშვნა ასევე ადასტურებს შეერთებული შტატებისთვის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მნიშვნელობას და საქართველოს საკითხზე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების როლს, ერთადერთ საერთაშორისო ფორმატს, რომელიც ეხება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციას“, – აღნიშნულია ბლინკენის განცხადებაში.
ლუის ბონო მანამდე იყო ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში სახელმწიფო მდივნის მოადგილის მრჩეველი, საერთაშორისო ატომურ სააგენტოში აშშ-ის წარმომადგენელი, ასევე გაერო-ს ოფისში ვენასა და ბასრას რეგიონული ოფისების დირექტორი.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.