Jump to content
Planeta.Ge

ვოლოდიმირ ზელენსკი - ზოგიერთ სფეროში კანონიერების გარანტიის ერთადერთი გზაა ხელმძღვანელების შეცვლა ინსტიტუციური ცვლილებების დანერგვასთან ერთად


ზოგიერთ სფეროში კანონიერების გარანტიის ერთადერთი გზა არის ხელმძღვანელების შეცვლა ინსტიტუციური ცვლილებების დანერგვასთან ერთად, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტი სხვადასხვა უწყებაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს გამოეხმაურა.

„მადლობა ყველა სამართალდამცველს, რომლებმაც დღეს აჩვენეს კანონისა და სახელმწიფოს ძალა. მადლობა უკრაინის მთავრობას სწრაფი საკადრო რეაგირებისთვის. კერძოდ, დღეს საბაჟოების ხელმძღვანელები გაათავისუფლეს. მე შემატყობინეს, რომ ზოგიერთი გათავისუფლებულის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოება დაიწყო.

სამწუხაროდ, ზოგიერთ სფეროში კანონიერების გარანტიის ერთადერთი გზა არის ხელმძღვანელების შეცვლა ინსტიტუციური ცვლილებების დანერგვასთან ერთად. იმდენის შეცვლა, რამდენიც საჭიროა, რათა ადამიანები საბოლოოდ არ გაისვარონ თავიანთ პოზიციებზე.

დღეს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა, გამოძიების სახელმწიფო ბიურომ, ეკონომიკური უსაფრთხოების ბიურომ და პროკურატურამ, ღია სისხლის სამართლის პროცესის ფარგლებში, ათეულობით ჩხრეკა და სხვა სახის ქმედება ჩაატარეს სხვადასხვა რეგიონში და სხვადასხვა პირის მიმართ. არ მინდა ისეთი პოლიტიკური შეფასებების გაკეთება, რომელიც ამ პირებმა შეიძლება, გამოიყენონ თავიანთი ინტერესების დაცვისთვის. მაგრამ საზოგადოების რეაქციიდან ვხედავ, რომ ხალხი მხარს უჭერს სამართალდამცავების ქმედებებს. ამიტომ იგრძნობა მოძრაობა სამართლიანობისკენ და სამართლიანობა იქნება უზრუნველყოფილი“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისივე თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების სტრუქტურებში მიმდინარე პროცესები იყოს სუფთა.

„ნებისმიერი შიდა მიწოდება, ნებისმიერი შესყიდვა – ყველაფერი უნდა მოხდეს აბსოლუტურად სუფთად და პატიოსნად, როგორც გარე მიწოდება ჩვენი თავდაცვისთვის. ვინც ჩაერევა ამაში, ის არ დარჩება შესაბამის სტრუქტურებში.

დღეს კი ცალკე მადლობა მინდა, გადავუხადო უკრაინის ეროვნული პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც სწრაფად გამოეხმაურნენ სამარცხვინო ფაქტებს, რომლის შესახებაც ცნობილი გუშინ გახდა… გოგონების ბულინგის ფაქტები. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ბოროტმოქმედების პირველი დაკავება განხორციელდა. საქმის წარმოება გრძელდება. უკრაინაში ძალადობის ადგილი არ იქნება“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...