Jump to content
Planeta.Ge

უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსეთის შეტევა მოგერიებულია 14 დასახლებულ პუნქტთან


უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 6 სარაკეტო დარტყმა, მათგან 4 დონეცკის ოლქის დასახლებულ პუნქტებზე: კრამატროსკზე, სლავიანსკსა და დრუჟკოვკაზე. ასევე, 4 საავიაციო დარტყმა და 73 შეტევა - ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით.

უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, მოწინააღმდეგე აწარმოებს აქტიურ დაზვერვას და ცალკეულ მიმართულებებზე ახალი შეტევისთვის ემზადება. ეს მიმართულებები დაკონკრეტებული არ არის.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალების შეტევა მოგერიებულია ლუგანსკის ოლქის შვიდ და დონეცკის ოლქის შვიდ დასახლებულ პუნქტთან, მათ შორის ქალაქ ბახმუტის რაიონში.

რადიო თავისუფლება

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...