აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ჯო ბაიდენის სახლში ჩხრეკა ჩაატარა
საიდუმლო დოკუმენტების შენახვის წესის შესაძლო დარღვევის საქმეზე, აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის სახლში, რომელიც დელავერის შტატში მდებარეობს, ჩხრეკა ჩაატარა.
BBC-ის ინფორმაციით, ჩხრეკა 4 საათის განმავლობაში გაგრძელდა და ფედერალურ ბიუროს პრეზიდენტის სახლში წესების დარღვევით შენახული საიდუმლო დოკუმენტები არ აღმოუჩენია.
10 იანვარს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ჯო ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობის დროინდელი საიდუმლო დოკუმენტების შესწავლა დაიწყო, რომელიც გასული წლის ნოემბრამდე ანალიტიკურ ცენტრ Penn Biden Center-ში ინახებოდა. ბაიდენის თქმით, ის მის ყოფილ ოფისში საიდუმლო დოკუმენტების აღმოჩენით გაკვირვებულია და გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზადაა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.