Jump to content
Planeta.Ge

ბაიდენი და ზელენსკი უკრაინისთვის იარაღის გადაცემის საკითხზე ისაუბრებენ


აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, ის უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის დაელაპარაკება იარაღის მიწოდების შესახებ უკრაინის ახალ თხოვნაზე. მანამდე ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ არ აპირებს უკრაინას მიაწოდოს F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები.

მაღალტექნოლოგიურ თვითმფრინავებს კიევი ითხოვს მას მერე, რაც გასულ კვირაში დასავლელი მოკავშირეები ტანკების მიწოდებას დაჰპირდნენ.

აშშ და მისი ევროპელი მოკავშირეები ამ დრომდე უარს ამბობდნენ უკრაინისთვის გაეგზავნათ იარაღი, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში. ბაიდენმა უარყოფითად უპასუხა 30 იანვარს ვაშინგტონში ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას, აპირებს თუ არა აშშ F-16-ის გაგზავნას.

31 იანვარს ბაიდენმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ის და ზელენსკი "დაილაპარაკებენ", თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 30 იანვარს ჰააგაში მედიას განუცხადა, რომ "გამორიცხული არაფერია", თუმცა უკრაინისთვის თვითმფრინავების მისაწოდებლად გარკვეული პირობები უნდა იყოს დაკმაყოფილებული.

რადიო თავისუფლება

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...