აშშ უკრაინისთვის ამზადებს 2 მილიარდ დოლარამდე დახმარებას, გრძელი რადიუსის იარაღის ჩათვლით
აშშ უკრაინისთვის ამზადებს 2 მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის სამხედრო დახმარებას, რომელშიც, როგორც ვარაუდობენ, პირველად იქნება გათვალისწინებული გრძელი რადიუსის რაკეტები, ისევე, როგორც სხვა ტიპის აღჭურვილობა. ეს ინფორმაცია სააგენტო "როიტერსს" ორმა ოფიციალურმა პირმა მიაწოდა 31 იანვარს.
გავრცელებული ცნობებით, დახმარების პაკეტი მიმდინარე კვირაში გამოცხადდება, და მასში გათვალისწინებული იქნება მათ შორის დამატებითი აღჭურვილობა Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის და Javelin-ის ტიპის ტანკების დაწინააღმდეგო იარაღი.
ერთ-ერთ ოფიციალური პირის თქმით, დახმარების პაკეტის ნაწილი დაეყრდნობა ფონდს, რომელიც საშუალებას ქმნის იარაღი პირდაპირ შესაბამისი მრეწველობისგან იყოს მოპოვებული და არა აშშ-ის არმიის არსებული არსენალიდან.
რადიო თავისუფლება
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.