ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის მთავრობაში საკადრო ცვლილებები გაგრძელდება
უკრაინის პრეზიდენტმა ახალი საკადრო ცვლილებები დააანონსა. ამის შესახებ განცხადება ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში გააკეთა.
მისი თქმით, მას ჯერ არ დაუსრულებია მთავრობაში ცვლილებების პროცესი და ყველას, ვინც არ შეესაბამება სახელმწიფო მოთხოვნას, გათავისუფლება ელოდება.
„ახლა ერთგვარი საკადრო სიჩუმეა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა საჭირო ნაბიჯები უკვე გადადგმულია. კიდევ იქნება გადაწყვეტილებები. ვინც სახელმწიფოსა და საზოგადოების პრინციპულ მოთხვნებს არ შეესაბამება, მათი სავარძლებში დიდხანს ყოფნა არ ღირს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა უკრაინაში დაგეგმილ ახალ რეფორმებზე.
„ეს იქნება რეფორმები, რომლებიც ბევრი ასპექტით შეცვლიან სოციალურ-სამართლებრივ და პოლიტიკურ რეალობას, გახდიან მათ უფრო ადამიანურს, გამჭვირვალესა და ეფექტურს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას უკრაინის მთავრობაში, კორუფციული სკანდალების ფონზე, 10-ზე მეტი მაღალჩინოსანი გათავისუფლდა თანამდებობიდან.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.