Jump to content
Planeta.Ge

ოკუპირებულ აფხაზეთში ფრენისთვის აკრძალული ზონები დააწესეს


სამხედრო და ტერორისტული საფრთხეებისგან თავის არიდების მიზნით, ოკუპირებული აფხაზეთის მინისტრთა კაბინეტმა გარკვეულ ადგილებში ფრენებ აკრძალა. აკრძალვები ეხება  დრონებს და სხვა უპილოტო საფრენ აპარატებს, რომლიდანაც ამა თუ იმ ტერიტორიის დაკვირვება ან ფოტო და ვიდეოგადაღება შეიძლება.

ოკუპირებული მხარის მთავრობის დადგენილებით, ამიერიდან იკრძალება საჰაერო სივრცის გამოყენება აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ყველა ადგილობრივი თუ რუსეთის ფედერაციის სამხედრო ინფრასტრუქტურული ობიექტის თავზე.

სამხედრო ობიექტების გარდა, საფრენი აპარატების გამოყენება ან ფრენა აიკრაძალა იმ ზონებში, სადაც განლაგებულია ადმინისტრაციული შენობები, დიპლომატიური თუ საკონსულო დაწესებულებები და სამთავრობო რეზიდენციები.

გადაწყვეტილება აფხაზმა ჩინოსნებმა გუშინ, 30 იანვარს ჩატარებულ სხდომაზე მიიღეს.

„ჩვენ ყველას კარგად გვესმის მსოფლიოში არსებული ზოგადი ვითარება, არის გარკვეული რისკები, რომლებიც პერიოდულად შეიძლება უფრო გაიზარდოს. შესაბამისად, არსებობს აუცილებლობა, მათ შორის, ნორმატიულ დონეზე, რომ ამ რისკების შესამცირებლად საჭირო ზომები მივიღოთ.“ - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბარში ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული მინისტრთა კაბინეტის აპარატის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსმა ანდრეი გუნიამ.

მისი თქმით, უპილოტო დრონები ვიღაცამ შეიძლება გამოიყენოს როგორც სრულიად უვნებელი, ასევე სადაზვერვო მიზნებითაც.

ამ ხელსაწყოებს აქვს მასალების აღბეჭდვის და ვიდეოკადრების საკმაოდ კარგი ხარისხით გადაღების შესაძლებლობა. ვსაუბრობთ კოპტერებსა და დრონებზე, რომლებიც არანაირ სალიცენზიო მოთხოვნებს არ ექვემდებარება და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ნებისმიერს შეუძლია შემოიტანოს. თანაც, მის გამოყენებას რაიმე განსაკუთრებული ცოდნა არ სჭირდება, მის მართვას ყველა მსურველი ისწავლის.“-  განაცხადა ანდრეი გუნიამ.

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...