Jump to content
Planeta.Ge

საოკუპაციო ხელისუფლებამ მელიტოპოლის ქუჩებს საბჭოთა სახელები დაუბრუნა


უკრაინის ქალაქ მელიტოპოლის რუსეთის საოკუპაციო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გალინა დანილჩენკომ განაცხადა, რომ ქალაქის ქუჩებს საბჭოთა რევოლუციისა და მთავრობის მოღვაწეების - ლენინის, კრუპსკაიას, ძერჟინსკის, ვოროშილოვის, ორჯონიკიძის, ჩაპაევისა და სხვათა „ძველი ისტორიული სახელები“ დაუბრუნდათ.

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლის თანახმად. ასეთი გადაწყვეტილება "მოქალაქეთა მრავალრიცხოვან მიმართვებთან დაკავშირებით" და "ისტორიული სამართლიანობის აღდგენის" მიზნით მიიღეს."

დანილჩენკოს თანახმად მანამდე, 2016 წელს, უკრაინის ხელისუფლების მიერ გამოცხადებული "დეკომუნიზაციის" ფარგლებში, მელიტოპოლის ბევრ ქუჩას უკრაინელი ნაცისტი იდეოლოგების სახელი ეწოდა. მაგრამ მელიტოპოლის ოთხმოცზე მეტი ქუჩიდან, რომელსაც საბჭოთა სახელები დაუბრუნდება, მხოლოდ რამდენიმე ატარებდა უკრაინული ნაციონალისტური მოძრაობის წარმომადგენლების სახელებს.

  • რუსეთის ჯარებმა მელიტოპოლი გასული წლის მარტის დასაწყისში დაიპყრეს. 2022 წლის 30 სექტემბერს ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას ზაპოროჟიეს რეგიონში მდებარე რამდენიმე ოკუპირებული ქალაქის რუსეთთან მიერთების შესახებ. მოსკოვის ამ მსოფლიოს ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა არ ცნობს.

    რადიო თავისუფლება

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...