კახა კალაძე - არ გამოვრიცხავ ევროკავშირმა ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღოს და არ მოგვანიჭონ კანდიდატის სტატუსი
რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ჩვენზე არ არის დამოკიდებული, არ გამოვრიცხავ ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ და არ მოგვანიჭონ სტატუსი, არც ამას გამოვრიცხავ დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების კუთხით ყველაფერი კეთდება.
„შესრულებული იქნება ეს თორმეტივე პუნქტი. ამ 12 პუნქტის ერთ-ერთი მიმართულება ეს არის პოლარიზება. ეს ცხადია, ცალმხრივად ვერ მოხდება, შეუძლებელია. ბევრი გვაქვს ამაზე ნასაუბრევი. თუმცა, სხვა რეკოემნდაციები, რაც იყო, ყველაფერი ზედმიწევნით იქნება შესრულებული. რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული, არ გამოვრიცხავ ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ და არ მოგვანიჭონ სტატუსი, არც ამას გამოვრიცხავ დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე. იმ გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, რაც მაშინ მიიღეს თუნდაც როცა უკრაინასა და მოლდოვას მისცეს, არანაირი ახსნა-განმარტება არ ჰქონდა იმას, თუ რატო არ მისცეს საქართველოს. რეალურად ყველა ასპექტში და ყველა მიმართულებით საქართველო წინ იყო. არ მინდა, ვინმემ იფიქროს, რომ მე არ ვგულშემატკივრობ უკრაინას, ან მოლდოვას, პირიქით, მათ ვულოცავ ამ სტატუსს. უბრალოდ, საქართველო დაჩაგრეს, ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება და იმ რეკომენდაციებს რა თქმა უნდა, შევასრულებთ, თუმცა, ყველაფერი მათზეა.
პოლარიზების შემცირება ცალმხრივი ვერ იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მხრიდან არაერთი განცხადება იქნა გაკეთებული დავჯდეთ, ერთად განვიხილოთ ეს კონკრეტული პუნქტები, რომელიც არის შესასრულებელი, მიუხედავად ამ ყველაფრისა, მათი მხრიდან გვახსოვს რა პასუხები იყო, რა დამოკიდებულება იყო, ამიტომ არ ვიცი. მგონია, რომ პირველ რიგში პოლარიზება უნდა დასრულდეს ჩვენი მეგობრებისგან, ჩვენი უცხოელი მეგობრებისგან იმ აბსურდული განცხადებებს, რასაც ვისმენთ კონკრეტულ პიროვნებებთან მიმართებაში ეს რა თქმა უნდა, აზიანებს ამ ურთიერთობებს და ხელს უწყობს პოლარიზებას“, – განაცხადა კალაძემ.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.