Jump to content
Planeta.Ge

ანა ბუჩუკური - მამუკა ხაზარაძემ ჰაერში გასროლილ ბრალდებებს უნდა უპასუხოს და პასუხისმგებლობა აიღოს


მამუკა ხაზარაძემ ჯერ ჰაერში გასროლილ ბრალდებებს უპასუხოს და ამაზე პასუხისმგებლობა აიღოს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

ბუჩუკურის თქმით, მამუკა ხაზარაძის მხრიდან გიორგი გახარიას მისამართით არაერთი ბრალდება გაისმა.

„მამუკა ხაზარაძის მხრიდან გიორგი გახარიას მიმართ არაერთი ბრალდება მოვისმინეთ. ჯერ წერილებზე საუბრობდა, შემდეგ ეს წერილები სადღაც წაიღო, წლები გავიდა და სად არის? ანაკლიაზე საუბრობდა და ჩვენმა გუნდმა პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა შესთავაზა, და რატომ არ ქმნიან? იმიტომ ხომ არა, თაგვმა თხარა თხარა და კატა გამოთხარაო. მამუკა ხაზარაძემ ჯერ ჰაერში გასროლილ ბრალდებებს უპასუხოს და ამაზე პასუხისმგებლობა აიღოს“, – განაცხადა ბუჩუკურმა.

პარტია „ლელო – საქართელოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ახლა „ახალი ძალების გაერთიანების დროა“.

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...