საფრანგეთი და ავსტრალია უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვებს ერთობლივად დაამზადებენ
საფრანგეთმა და ავსტრალიამ განაცხადეს, რომ უკრაინისთვის რამდენიმე ათასი საარტილერიო ჭურვის წარმოების მიზნით, მრავალმილიონიან პროექტზე ითანამშრომლებენ.
განცხადება ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების პარიზში გამართული შეხვედრის შემდეგ გაკეთდა.
„იგეგმება ავსტრალიასა და საფრანგეთს შორის უპრეცედენტო პარტნიორობით, ერთობლივად რამდენიმე ათასი, 15-მილიმეტრიანი ჭურვის დამზადება", - განაცხადა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ.
მისი თქმით, ფრანგული იარაღის კომპანია Nexter-ი ავსტრალიურ კომპანიებთან ითანამშრომლებს, რომლებიც ჭურვებისთვის დენთის მიწოდებას უზრუნველყოფენ.
„ეს არის იმ მხარდაჭერის ნაწილი, რომელსაც საფრანგეთი და ავსტრალია უწევენ უკრაინას, რათა დარწმუნდნენ, რომ უკრაინა შეძლებს ამ კონფლიქტის დასრულებას საკუთარი პირობებით“, - განაცხადა ავსტრალიის თავდაცვის მინისტრმა, რიჩარდ მარლსმა.
ამასთან, არცერთ მინისტრს არ დაუკონკრეტებია, რამდენი საარტილერიო ჭურვი იგულისხმება "რამდენიმე ათასი" საარტილერიო ჭურვის მიღმა, თუმცა აღნიშნეს, რომ თანამშრომლობა გრძელვადიანი იქნება.
IPN
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.