Jump to content
Planeta.Ge

აშშ-მა უკრაინას Bradley-ს 60 საბრძოლო მანქანა გაუგზავნა


ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში 60 ერთეულზე მეტი Bradley-ს საბრძოლო მანქანა გაგზავნა, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების სატრანსპორტო სარდლობა იტყობინება.

მათივე ინფორმაციით, ტვირთმა ჩრდილოეთ ჩარლსტონის სანაპიროები გასულ კვირას დატოვა.

შეიარაღებული ძალების სატრანსპორტო სარდლობაში აცხადებენ, რომ აღნიშნული დახმარება უზრუნველყოფს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს დამატებით შეტევითი და თავდაცვითი შესაძლებლობებით, რათა დაიცვან თავიანთი საზღვრები რუსეთის უკანონო შეჭრისგან.

" Bradley არის ძალიან ძლიერი მანქანა, რომელსაც ჩვენ ვაძლევთ უკრაინელებს. ვიმედოვნებთ, რომ ეს გაზრდის მათ შესაძლებლობებს, რათა უზრუნველყონ ბრძოლის ველზე წინსვლა და დაკარგული პოზიციების დაბრუნება", - განაცხადა აშშ-ის საჰაერო ძალების გენერალმა, ჟაკლინ ვან ოვოსტმა.

IPN

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...