უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსეთის შეტევა მოგერიებულია 13 დასახლებულ პუნქტთან
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 3 საავიაციო და 4 სარაკეტო დარტყმა და 60-ზე მეტი შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით, მათ შორის ქალაქების, ხერსონის და ოჩაკოვის, საცხოვრებელ სახლებზე.
უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, მოწინააღმდეგე, დიდი დანაკარგით, ისევ უტევს ლიმანს და ბახმუტს, წარუმატებელ იერიშს აწარმოებს ავდეევკისა და ნოვოპავლოვსკისკენ და ადრე დაპყრობილ რაიონებს იცავს კუპიანსკისა და ზაპოროჟიეს მიმართულებებით.
უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში, რუსეთის ჯარების შეტევა მოგერიებულია ლუგანსკის ოლქის ორი და დონეცკის ოლქის თერთმეტი დასახლებული პუნქტის რაიონებში, მათ შორის ქალაქებთან, ბახმუტსა და უგლედართან. 30 იანვარს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ „წარმატებული შეტევის“ შედეგად რუსმა სამხედროებმა "მომგებიანი პოზიციები" დაიკავეს დონეცკის ოლქის ქალაქ უგლედარის რაიონში.
უკრაინის გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში თავდაცვის ძალების ავიაციამ 4 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის თავმოყრის რაიონებზე, სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა კი გაანადგურეს საოკუპაციო ძალების თავმოყრის 4 რაიონი, მართვის 3 პუნქტი და საბრძოლო მასალების 2 საწყობი.
საომარი მოქმედებების პირობებში მხარეთა მიერ გავრცელებული ინფორმაციის სხვა წყაროებით გადამოწმება გართულებულია.
რადიო თავისუფლება
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.