Jump to content
Planeta.Ge

ვოლოდიმირ ზელენსკიმ დანიის პრემიერ-მინისტრთან ერთად მიკოლაევის საავადმყოფოში დაჭრილი სამხედროები მოინახულა


უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დანიის პრემიერ-მინისტრთან, მეტე ფრედერიქსენთან ერთად მიკოლაევის ერთ-ერთ საავადმყოფოში დაჭრილი უკრაინელი სამხედროები მოინახულა.

ამის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს და სამედიცინო დაწესებულებაში ვიზიტის ვიდეოს აქვეყნებს.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მეომრებმა შეძლონ არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის გავლა. მადლობა ყველა მედმუშაკს, რომლებიც ჩვენი დამცველების ჯანმრთელობაზე ზრუნავენ. სწრაფ გამოჯანმრთელებას გისურვებთ“, – წერს ზელენსკი.

 


ავტორი - ქეთი ჩოხელი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...