Jump to content
Planeta.Ge

ევროკავშირის საბჭო - უკრაინის, მოლდოვის, საქართველოს და მათი მოქალაქეების მომავალი ევროკავშირშია


ევროპულმა საბჭომ აღიარა უკრაინის, მოლდოვის რესპუბლიკისა და საქართველოს ევროპული პერსპექტივა. ამ ქვეყნების და მათი მოქალაქეების მომავალი ევროკავშირის ფარგლებშია, - ამის შესახებ ევროკავშირის ევროპულ საბჭოსთან თანამშრომლობის 2023-2024 წლების პრიორიტეტების დასკვნებშია აღნიშნული, რომელსაც ევროკავშირის საბჭო აქვეყნებს.

„ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა წარმოადგენს ევროპაში სტაბილურობის მნიშვნელოვან ფაქტორს, რომლის განმტკიცებას ევროპული საბჭო აგრძელებს.

2022 წლის 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ აღიარა უკრაინის, მოლდოვას რესპუბლიკისა და საქართველოს ევროპული პერსპექტივა. ამ ქვეყნების და მათი მოქალაქეების მომავალი ევროკავშირის ფარგლებშია. ეს განახლებულ იმპულსს აძლევს ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის საკითხებში შემდგომ პროგრესს ამ ქვეყნებში და უფრო ფართო რეგიონში“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...