ირანმა მაღალი რანგის უკრაინელი დიპლომატი იხმო დრონებით თავდასხმის შესახებ კომენტარის გამო
ირანმა ამ ქვეყანაში უკრაინის საქმეთა რწმუნებული იხმო მისი ქვეყნის კომენტარის გამო ისპაანის პროვინციაში სამხედრო ობიექტზე დრონებით თავდასხმის შესახებ - იტყობინება Reuters-ი Tasnim-ის სააგენტოზე დაყრდნობით.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა ტვიტერით გაკეთებულ განცხადებაში ირანის ობიექტზე თავდასხმა პირდაპირ დაუკავშირა უკრაინაში ომს. უკრაინა ირანს ბრალად სდებს რუსეთისთვის ასეულობით დრონის მიწოდებაში. „აფეთქებების ღამე ირანში - დრონების და რაკეტების საწარმო, ნავთობგადამამუშავებელი საწარმო,“ დაწერა პოდოლიაკმა, (უკრ. დროშა) „გაგაფრთხილათ“.
შარშან, დეკემბერში, პოდოლიაკი გამოვიდა მოწოდებით ირანის სამხედრო საწარმოების განადგურების და მიწოდებისთვის ხელის შეშლისკენ.
ირანი აღიარებს, რომ რუსეთს მიაწოდა დრონები, მაგრამ თეირანის მტკიცებით, ეს მოხდა უკრაინასთან ომის დაწყებამდე.
რუსეთი უარყოფს, რომ მისი ჯარი ირანულ დრონებს იყენებს უკრაინაში, თუმცა ჩამოგდებული საფრენი აპარატების ამას ადასტურებს.
ირანის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ დრონებით თავდასხმისას სამხედრო ქარხანას მცირე ზარალი მიადგა, რომ დაშავებულები არ არიან. იმის შესახებ დეტალები, რა მოხდა ქარხანაში, არ გავრცელებულა.
ისპაანის პროვინციაში, რამდენიმე ობიექტია განთავსებული, რომლებიც ირანის ბირთვულ პროგრამას უკავშირდება. თვითონ ქარხანა, რომელზეც მოხდა თავდასხმა, ირანის კოსმოსური ცენტრის მეზობლადაა, სადაც ბალისტიკურ რაკეტებს ამზადებენ.
თავდასხმისთვის პასუხისმგებლობა არავის უკისრია. The Wall Street Journal-ი იმოწმებს ინკოგნიტო წყაროს - აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენელს, რომელიც აცხადებს, რომ თავდასხმის უკან ისრაელი უნდა იყოს, თუმცა მომხდარს ქვეყნის წარმომადგენლები ოფიციალურად კომენტარს არ აკეთებენ.
კრემლმა დაგმო ირანის სამხედრო ქარხანაზე დრონებით თავდასხმა და გამოაცხადა, რომ არკვევს რა მოხდა. „ყველა შემთხვევაში, ასეთი ქმედება სუვერენული ქვეყნის წინააღმდეგ, დასაგმობია“ - თქვა კრემლის წარმომადგენელმა, დმიტრი პესკოვმა.
რადიო თავისუფლება
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.