საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი გაიზარდა
საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალის 2016 წლის აპრილის მაჩვენებელი 2015 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, გაზრდილია. ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2015 წლის აპრილში საქართველოს სახელმწიფო ვალი 9,329,690 ლარს შეადგენდა და 4,040,051 ამერიკულ დოლარს უდრიდა. 2016 წლის აპრილის მონაცემების მიხედვით კი, სახელმწიფო საგარეო ვალი ეროვნულ ვალუტაში 9,866,334-ია, ხოლო აშშ დოლარში - 4,422,580.
რაც შეეხება 2016 წლის მარტის მონაცემებს, სახელმწიფო საგარეო ვალის მაჩვენებლები ასე გამოიყურება: 10,408,044 ლარში და 4,395,474 - აშშ დოლარში.
ამავე მონაცემების მიხედვით, საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალმა 2016 წლის აპრილში 26,560 ლარი (11,906 აშშ დოლარი) შეადგინა მაშინ, როდესაც ამავე წლის მარტში ეს მაჩვენებელი 37,363 ლარს (15,779 აშშ დოლარი) უდრიდა. 2015 წლის აპრილში კი საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 68,205 ლარი (29,535 აშშ დოლარი) იყო.
BPN
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.