კირილ ბუდანოვი - უკრაინამ სისტემატურად უნდა დაასუსტოს რუსეთი, ამისთვის აუცილებელია ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაცია
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის განცხადებით, უკრაინამ სისტემატურად უნდა დაასუსტოს რუსეთი, რისთვისაც მას ევროატლანტიკურ და ევროპულ სტრუქტურებში აქტიური ინტეგრაცია სჭირდება.
ბუდანოვმა უპასუხა შეკითხვას, როგორ ხედავს უკრაინისა და რუსეთის ურთიერთობების მომავალს. მისი თქმით, „ეს იქნება ძალიან რთული პროცესი“.
„ჩვენი ამოცანები, უკრაინის ამოცანები არის რუსეთის ფედერაციის სისტემური და სახელმწიფო დასუსტება. ამისათვის ჩვენ აქტიურად უნდა შევიდეთ ევროატლანტიკურ და ევროპულ სტრუქტურებში: პოლიტიკურ, ეკონომიკურ, უსაფრთხოების, სამართლებრივ, ჰუმანიტარულ და საგანმანათლებლო სტრუქტურებში“, - განაცხადა ბუდანოვმა.
მისი თქმით, უკრაინამ „კოშმარივით“ უნდა დაივიწყოს პოსტსაბჭოთა პერიოდი.
„ჩვენ უნდა გვქონდეს რაიმე სახის კონტროლი ახალ, ომისშემდგომ რუსეთის ფედერაციაზე. რათა ის, რაც მოხდა უკრაინასთან, აღარ განმეორდეს“, - განაცხადა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა.
IPN
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.