Jump to content
Planeta.Ge

ვოლოდიმირ ზელენსკი - ოლენივკაში ჩადენილი მზაკვრული მასობრივი მკვლელობა რუსი აგრესორის წინააღმდეგ საერთაშორისო ტრიბუნალზე წარდგენილი ერთ-ერთი ბრალდება იქნება


6 თვის წინ რუსეთმა ოლენივკაში საშინელი ტერაქტი განახორციელა. ოლენივკაში მზაკვრული მასობრივი მკვლელობა რუსი აგრესორის წინააღმდეგ საერთაშორისო ტრიბუნალზე წარდგენილი ერთ-ერთი ბრალდება იქნება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთი წააგებს ამ ომს, რადგან ბოროტება და სისასტიკე ყოველთვის მარცხდება.

„ჩვენ არ დავუშვებთ ამ დანაშაულის დავიწყებას, გვახსოვს ყველა მოკლული უკრაინელი მეომარი. ვმუშაობთ ყველა იმ პირის დასჯაზე, ვინც მათ სიკვდილზეა პასუხისმგებელი. დამნაშავეები გამოვლინდებიან და დაისჯებიან. ოლენივკაში მზაკვრული მასობრივი მკვლელობა რუსი აგრესორის წინააღმდეგ საერთაშორისო ტრიბუნალზე წარდგენილი ერთ-ერთი ბრალდება იქნება. რუსეთი წააგებს ამ ომს! ბოროტება და სისასტიკე ყოველთვის მარცხდება. ჩვენ უნდა დავაბრუნოთ შინ ყველა უკრაინელი, რომელიც რუსეთის ტყვეობაში იმყოფება. ჩვენ ამისთვის ვმუშაობთ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...