პელეს ლეგენდარულობა ერთ იშვიათ ფოტოზე #1TVSPORT
პელეს კარიერა – დიადი მოვლენების წყებაა, მაგრამ არის ერთი ფოტო, რომელიც იდეალურად იჭერს „ფეხბურთის მეფის“ ლეგენდარულობას.
„დღეს ჩვენ არ ვმუშაობთ, რადგან მივდივართ პელეს საყურებლად“, – წერია მექსიკის ქალაქ გვადალახარას ძველი თეატრის აფიშაზე. ეს ფოტო მსოფლიოს 1970 წლის ჩემპიონატის ფინალის დღეს არის გადაღებული.
ბრაზილიამ მაშინ მსოფლიო პირველობა მოიგო. პელემ ეს მესამედ გააკეთა და დღემდე ერთადერთი მოთამაშეა ისტორიაში სამი ტიტულით.
ფინალში ბრაზილიამ 4:1 დაამარცხა იტალია. პელემ ანგარიში გახსნა, სულ კი ამ ტურნირზე ოთხი გოლი გაიტანა.
ეს მისი ბოლო მსოფლიო ჩემპიონატი იყო.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.