იენს სტოლტენბერგი - რუსეთი არ აპირებს, უარი თქვას უკრაინაზე სრული კონტროლის დამყარებაზე, საჭიროა, დასავლეთის ქვეყნებს ჰქონდეთ უკრაინის მხარდაჭერის ხანგრძლივი გეგმა
ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, რუსეთი არ აპირებს, უარი თქვას თავის მთავარ მიზანზე – უკრაინაზე სრული კონტროლის დამყარებაზე, ამიტომ საჭიროა, რომ დასავლეთის ქვეყნებს ჰქონდეთ უკრაინის მხარდაჭერის ხანგრძლივი გეგმა.
„ბიბისისთნ“ ინტერვიუში სტოლტენბერგი აღნიშნავს, რომ უკრაინის არმიის წარმატებებმა მცდარი წარმოდგენა არ უნდა შექმნას კიევის სწრაფ გამარჯვებასთან დაკავშირებით.
„უკრაინის შეიარაღებული ძალები რამდენიმე თვის განმავლობაში აწარმოებდნენ კონტრშეტევას, თუმცა ჩვენ ასევე ვიცით, რომ რუსეთმა ჩაატარა მობილიზაცია და შეავსო სამხედრო რიგები. მრავალი მობილიზებულთაგანი ახლა სწავლებას გადის. ეს ყველაფერი მეტყველებს იმის შესახებ, რომ ისინი ემზადებიან ომის გასაგრძელებლად და შესაძლოა, ახალი შეტევების მცდელობისთვისაც“, – აცხადებს სტოლტენბერგი და აღნიშნავს, რომ უკრაინაში შექმნილი ვითარება დასავლეთის სამხედრო მხარდაჭერას საჭიროებს.
„თუ ჩვენ გვსურს, რომ სამშვიდობო შეთანხმებამ გაამყაროს მდგომარეობა, რომ უკრაინამ მოიპოვოს გამარჯვება, როგორც ევროპის სუვერენულმა, დამოუკიდებელმა, დემოკრატიულმა სახელმწიფომ, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ უკრაინის მხარდაჭერა. მათ შორის, სამხედრო მხარდაჭერა, რადგან ეს ერთადერთი საშუალებაა, დაარწმუნო რუსეთი, დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და აღიაროს უკრაინა ევროპის სუვერენულ, დამოუკიდებელ სახელმწიფოდ“, – აცხადებს იენს სტოლტენბერგი.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.