Jump to content
Planeta.Ge

მესტიის სოფელ ეცერში მკვლელობა მოხდა


მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეცერში მკვლელობა მოხდა. გვიან ღამით სოფელ ეცერში ორი ადამიანი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს.

არსებული ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე ადამიანი დააკავა.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ ორი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

სამართალდამცველები ადგილზე აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...