უკრაინელმა სამხედროებმა გაანადგურეს რუსეთის 40-ზე მეტი დრონი - თავდასხმის სამიზნე იყო კიევიც
უკრაინელი სამხედროების ცნობით, 1 იანვარს მათ შეძლეს 44 დრონის ჩამოგდება კიევსა და ქვეყნის სამხრეთით მდებარე ქალაქებში. კიევზე საჰაერო თავდასხმის შედეგად დაშავებულია 19 წლის ბიჭი. უკრაინის დედაქალაქზე საჰაერო თავდასხმისას ჩამოგდებულია 20 დრონი, რომელთა უმეტესობა 1 იანვრის ღამით გამოიყენეს რუსეთის შეირაღებულმა ძალებმა.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, პირველ იანვარს, ღამით კიევის დაბომბვისას დაზიანდა ენერგეტიკული ობიექტებიც, რამაც ქალაქში ელექტროენერგიის ავარიული გათიშვა გამოიწვია.
"დედაქალაქის ღამის დაბომბვის შედეგად დაზიანდა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები, ქალაქში ელექტროენერგიის ავარიული გათიშვა მოხდა" - წერს Telegram-ზე ვიტალი კლიჩკო.
რუსეთს უკრაინაზე თავდასხმა არ შეუწყვეტია არც ახალი წლის ღამეს და არც მომდევნო დღეებში.
რადიო თავისუფლება
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.