ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთში შიშია გამეფებული, რადგან ისინი ომს აგებენ
უკრაინელებმა წლის პირველ ღამეს Shahed-ის 45 დრონი ჩამოაგდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთში შიშია გაბატონებული, რადგან ისინი ომს აგებენ.
„ჩვენი ერთიანობის, ავთენტურობის სიცოცხლის განცდა - ეს ყველაფერი მკვეთრად ეწინააღმდეგება რუსეთში გამეფებულ შიშს. ეშინიათ. შეგიძლიათ იგრძნოთ ეს და მართალიც არიან, რომ ეშინიათ, იმიტომ, რომ აგებენ. დრონები, რაკეტები და კიდევ სხვა რამ მათ ვერ დაეხმარებათ, რადგან ჩვენ ერთად ვდგავართ და მათ მხოლოდ შიში აერთიანებთ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, რუსეთი უკრაინას ვერცერთ წელს ვერ წაართმევს, ისევე, როგორც ვერ წაართმევს დამოუკიდებლობას, რადგან უკრაინელები მათ არაფერს დაუთმობენ.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.