Jump to content
Planeta.Ge

ვალერი ზალუჟნი - ჩვენ გვეყოფა ძალა მტრის დასაძლევად - ბრძოლაში ჩნდება ერი


ბრძოლაში ჩნდება ერი, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი „ფეისბუქის” პირად გვერდზე გავრცელებულ სადღესასწაულო მილოცვაში წერს.

„ჩვენ არ აგვირჩევია ომი, მაგრამ ბრძოლა მივიღეთ. თავად ღმერთია ჩვენს მხარეს. ჩვენსა და ჩვენი ახლობლების მხრებზე რთული გამოცდაა, ტკივილი და ტანჯვა. ამ შობას ცრემლების გემო და სისხლის ფერი აქვს, თუმცა ჩვენ გვეყოფა ძალა მტრის დასაძლევად. ბრძოლაში ჩნდება ერი. ღმერთმა დაგიფაროთ, ჩემო ძვირფასებო. დაე, ჩვენი გამარჯვება უკრაინის აღზევებისა და რუსეთის დასასრულის დასაწყისი გახდეს”, - წერს ზალუჟნი.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...