Jump to content
Planeta.Ge

უკრაინის გენშტაბი - ხერსონში 200-მდე რუსი სამხედროა ლიკვიდირებული, ზაპოროჟიეში კი, მტრის 115 ჯარისკაცი დაიჭრა


უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბში აცხადებენ, რომ ხერსონის ოლქის ფედოროვკას დასახლებულ პუნქტში 200-მდე რუსი სამხედროს ლიკვიდაცია განხორციელდა.

„მოწინააღმდეგე აგრძელებს დანაკარგების განცდას. მიმდინარე წლის 29 დეკემბერს ხერსონის ოლქის კახოვკის რაიონის ფედოროვკას დასახლებული პუნქტის ტერიტორიაზე 200-მდე ოკუპანტის ლიკვიდაცია განხორციელდა. დაჭრილების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება“, - აცხადებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში.

მათივე ინფორმაციით, გარდა ამისა, ზაპოროჟიეს ოლქში, პოლოგისა და ველიკა ბელოზერკას მახლობლად, რუსული ძალების 115 ჯარისკაცი დაიჭრა და 5 ერთეული სხვადასხვა ტიპის სამხედრო ტექნიკა, საზენიტო სარაკეტო სისტემა და საბრძოლო მასალის საცავი განადგურდა.

„დღის განმავლობაში თავდაცვის ძალების ავიაციამ 10 დარტყმა მიაყენა მოწინააღმდეგის კონცენტრაციის ტერიტორიებს, 3 დარტყმა კი - საზენიტო-სარაკეტო სისტემების პოზიციებს. მათ მტრის კუთვნილი Orlan-10 ტიპის სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს“, - აცხადებენ გენშტაბში.

უწყების ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალების სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა რუსების სამეთაურო პუნქტს, ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის 7 ტერიტორიას, საბრძოლო მასალის 5 საცავსა და 2 სარადარო სადგურს დაარტყეს.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...