Jump to content
Planeta.Ge

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსული აგრესია დამარცხდება ისე, რომ მსოფლიოს ყველა სხვა პოტენციურმა აგრესორმა ვერ გაბედოს იმის გამეორება, რასაც დღეს „რაშისტები“ აკეთებენ


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინელები არამხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის იბრძვიან. მისი თქმით, ეს ბრძოლა მარტივი არ არის, თუმცა უკრაინელები დანებებას არ აპირებენ.

“ჩვენ ვიბრძვით უკრაინისთვის, იმ ღირებულებებისთვის, რომლებიც აერთიანებს ევროპასა და დემოკრატიულ სამყაროს, სიცოცხლის გლობალური ღირებულებისთვის. ყველაფრისთვის, რის განადგურებასაც ცდილობს ტერორისტული სახელმწიფო. ეს არ არის ადვილი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გავუმკლავდებით და რუსული აგრესია დამარცხდება ისე, რომ მსოფლიოს ყველა სხვა პოტენციურმა აგრესორმა ვერ გაბედოს იმის გამეორება, რასაც დღეს „რაშისტები“ აკეთებენ", - განაცხადა ზელენსკიმ.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...