საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია წარმომადგენლობით ორგანოში წლის ანგარიშით წარსდგა
რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია, წარმომადგენლობით ორგანოში წლის ანგარიშით წარსდგა.
ნოდარ შეროზიამ საკრებულოში თავისი საქმიანობის ანგარიშში ყურადღება გაამახვილა იმ მნიშვნელოვან პროექტებსა თუ პროგრამებზე, რომელსაც მხარი დაუჭირა. საანგარიშო პერიოდში საკრებულოს თავმჯდომარის მიერ 183 ბრძანება, 118 განკარგულება და 54 დადგენილება იქნა მიღებული.
რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ააიპ „მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრს“ შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში შეიქმნა ელექტრონული პორტალი „ჩემი საკრებულო“.
ნოდარ შეროზიამ განსაკუთრებით გამოყო შეხვედრები ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან კელი დეგნანთან და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ჰუბერტ ქნირშთან, ასევე ხაზი გაუსვა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო მოძრაობა „გავიგუდეთ“ წევრებთან გამართულ შეხვედრებს.
საკრებულოს თავმჯდომარემ შეაფასა და ვრცლად ისაუბრა, ქალაქის მერიასა და საკრებულოს შორის არსებულ ურთიერთობაზე.
„- მთელი წლის განმავლობაში მერიის მხრიდან ვხედავთ საკრებულოს და კონკრეტულად საკრებულოს თავმჯდომარის დისკრედიტაციის პროცესს. მერი საკრებულოსთან კომუნიკაციას ძირითადად ახორციელებს ბრიფინგების მეშვეობით. მსურს, შევთავაზო თანამშრომლობა ქალაქის მერს რუსთაველების სასიკეთოდ. იმედს ვიტოვებ, რომ 2023 წლიდან თავს დავაღწევთ ვიწრო პარტიული ინტერესებით მოქმედებას და მერია დაიწყებს ჯანსაღ ურთიერთობას საკრებულოსთან.“- განაცხადა გაწეული მუშაობის ანგარიშის წარდგენისას ნოდარ შეროზიამ.
საკრებულოს სხდომათა დარბაზში გამართულ ანგარიშს, რუსთავის საკრებულოს ფრაქციების „რუსთავი საქართველოსთვის“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
tv4.ge
tv4.ge
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.