მიხაილო პოდოლიაკი - უკრაინის საჰაერო სივრცეში რუსეთის მიერ გაშვებული 120-ზე მეტი რაკეტა შემოვიდა
უკრაინის საჰაერო სივრცეში რუსეთის მიერ გაშვებული 120-ზე მეტი რაკეტა შემოვიდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა „ტვიტერზე“ განაცხადა.
მისი თქმით, რაკეტების გაშვების მიზანი რაც შეიძლება მეტი სამოქალაქო პირის მოკვლა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის განადგურებაა.
„29.12.2022. მთელი უკრაინის თავზე „ბოროტი რუსული სამყაროს“ მიერ გაშვებული 120-ზე მეტი რაკეტაა, რათა გაანადგუროს კრიტიკული ინფრასტრუქტურა და მასობრივად დახოცოს მოსახლეობა.
ველით მორიგ წინადადებებს „სამშვიდობოებისგან“ „მშვიდობიან დარეგულირებაზე, „უსაფრთხოების გარანტიებზე რუსეთისთვის“და არასასურველ პროვოკაციებზე“, - განაცხადა პოდოლიაკმა.
ცნობისთვის, რუსეთი უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან ფრთოსანი რაკეტებით სტრატეგიული ავიაციის თვითმფრინავებიდან და გემებიდან ბომბავს.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.