Jump to content
Planeta.Ge

ვოლოდიმირ ზელენსკი - ყველასთვის ნათელი გავხადეთ, რომ ევროპაში არც ერთი გაერთიანება არ იქნება ძლიერი უკრაინის გარეშე


ყველასთვის ნათელი გავხადეთ, რომ ევროპაში არც ერთი გაერთიანება არ იქნება ძლიერი უკრაინის გარეშე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული გამოცემა “ევროპეისკაია პრავდა” ავრცელებს.

“წელს უკრაინისთვის ევროკავშირში შესვლის კანდიდატის სტატუსი მივიღეთ. თუმცა ჩვენი მიღწევა არა მხოლოდ ამაშია. ეს მიღწევის მხოლოდ ნაწილია. უკრაინა დიდი ხანია იმსახურებს ამ სტატუსს. ჯერ კიდევ 20 წლის წინ ეს შეიძლებოდა მომხდარიყო”, - თქვა ზელენსკიმ.

პრეზიდენტის თქმით, საგარეო პოლიტიკის მხრივ წლის მთავარი მიღწევა ის არის, რომ უკრაინა ევროკავშირსა და მთელ თავისუფალ სამყაროს თავისუფლებისთვისა და მშვიდობისთვის ბრძოლის გარშემო აერთიანებს.

“ყველასთვის ნათელი გავხადეთ, რომ ევროპაში არც ერთი გაერთიანება არ იქნება ძლიერი უკრაინის გარეშე. სწორედ ამიტომ ევროკავშირის ყველა ქვეყანაში მოქალაქეების დამაჯერებელმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა უკრაინას და ევროკავშირისადმი უკრაინის მიერთების იდეას”, - თქვა ზელენსკიმ.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...