Jump to content
Planeta.Ge

კოსოვოს ადმინისტრაციამ სერბეთთან დამაკავშირებელი ყველაზე დიდი სასაზღვრო გამშვები პუნქტი ჩაკეტა


კოსოვოს ადმინისტრაციამ სერბეთთან დამაკავშირებელი ყველაზე დიდი სასაზღვრო გამშვები პუნქტი ჩაკეტა. „როიტერის“ ინფორმაციით, „მერდარეს“ სასაზღვრო პუნქტი მას შემდეგ ჩაიკეტა, რაც გამშვებ ცენტრთან მიმავალი გზა სერბეთის მხარეს ნიღბიანმა ადამიანებმა ჩაკეტეს.

საპროტესტო აქციების გამო 10 დეკემბრის შემდეგ სერბეთის საზღვარზე კიდევ ორი გადასასვლელი დაიხურა. მხარეებს შორის მხოლოდ სამი შესასვლელი პუნქტი რჩება ღია. სერბებმა, გზის ბლოკირების მიზნით, სატვირთო მანქანები და ტრაქტორები გამოიყენეს კოსოვოს აღმოსავლეთ საზღვარზე, „მერდარეს“ გადასასვლელთან.

„მერდარეს“ გაშვები პუნქტი კოსოვოში ყველაზე მნიშვნელოვანია საგზაო ტვირთების გადაზიდვისთვის. 10 დეკემბრის შემდეგ ჩრდილოეთ კოსოვოში სერბებმა პოლიციას ცეცხლი არაერთხელ გაუხსნეს და ათზე მეტი საგუშაგო აღმართეს ქალაქ მიტროვიცასა და მის გარშემო. მათი ქმედება მოჰყვა ყოფილი სერბი პოლიციელის დაკავებას, რომელიც კოსოვოს პოლიციაზე თავდასხმაშია ბრალდებული.

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...