„ეფ-ეს-ბე“ - რუსეთის ორი მოქალაქე უკრაინის სპეცსამსახურების დავალებით მოქმედებდნენ და ტერორისტულ აქტს ამზადებდნენ
რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა (ეფ-ეს-ბე) ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკის ქალაქ ჩეგემში უკრაინის მიერ დაფინანსებული ტერორისტული თავდასხმა აღკვეთა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასი“ ავრცელებს.
„ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა წარსულში ნასამართლევი რუსეთის ორი მოქალაქის ქმედებების შეჩერება შეძლო, რომლებიც უკრაინის სპეცსამსახურების დავალებით მოქმედებდნენ და ამზადებდნენ ტერორისტულ აქტს ქალაქ ჩეგემში. დანაშაულის ჩადენის შემდეგ, ისინი უკრაინაში გამგზავრებას გეგმავდნენ, რათა იქ მონაწილეობა მიეღოთ რუსეთის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში“, - წერს რუსული მედია.
რუსული მედიის ცნობითვე, ორივე ეჭვმიტანილი მოკლეს.
ინტერპრესნიუსი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.