Jump to content
Planeta.Ge

სამოქალაქო აქტივისტებს საკრებულოს სხდომაზე ბანერის „კორუფცია კლავს“ გაშლის შესაძლებლობა არ მისცეს, რასაც ხმაური მოჰყვა


თბილისის საკრებულოში, სადაც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ წლიური ანგარიში უნდა წარადგინოს, ხმაური იყო.

სამოქალაქო აქტივისტებმა საკრებულოს სხდომაზე ბანერი წარწერით „კორუფცია კლავს" მიიტანეს, რომლის გაშლის შესაძლებლობაც ადგილზე მყოფებმა არ მისცეს.

თბილისის საკრებულოში დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ანგარიშს უსმენენ და მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცებაზე იმსჯელებენ.

სხდომის პარალელურად, საკრებულოს შენობასთან აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებს აქვთ შემდეგი შინაარსის ბანერები: "შიმშილით სავსე ქალაქი"; "საცობებით სავსე ქალაქი"; "კორუფციით სავსე ქალაქი" და ა.შ.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...