Jump to content
Planeta.Ge

პეტერბურგში ვლადიმერ პუტინის, ნიკოლ ფაშინიანისა და ილჰამ ალიევის სამმხრივი შეხვედრა გაიმართა


რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებთან მოლაპარაკება გამართა.

რუსული მედია წერს, რომ სამმხრივი შეხვედრა სანკტ-პეტერბურგში, დსთ-ს წევრი ქვეყნების არაფორმალური სამიტის ფარგლებში გაიმართა.

როგორც მოგვიანებით სომხეთის პრემიერ-მინისტრთან პირისპირ შეხვედრაზე პუტინმა თავად თქვა, ფაშინიანსა და ალიევთან ერთად სამხრეთ კავკასიაში სიტუაციის დარეგულირების საკითხი განიხილეს.

„ჩვენ გუშინ საღამოს დავიწყეთ საუბარი და სამივემ შევძელით ლაპარაკი. ცხადია, მთავარი საკითხი არის სამხრეთ კავკასიაში სიტუაციის დარეგულირება, ზოგადად, და სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობები, ყველაფერი, რაც დაკავშირებულია ყარაბაღთან“, – განაცხადა პუტინმა.

თავის მხრივ, ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ „სომხეთისთვის ახლა მთავარ და ოპერატიულ საკითხს წარმოადგენს ე.წ. ლაჩინის დერეფანში არსებული კრიზისი.“

შეგახსენებთ, რომ 12 დეკემბრიდან ე.წ. ლაჩინის დერეფანი, რომელზეც სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის დამაკავშირებელი ერთადერთი გზა გადის, აზერბაიჯანელ ეკოაქტივისტებს აქვთ ჩაკეტილი, რომლებიც ბუნებრივი რესურსების საბადოების უკანონო ექსპლუატაციას აპროტესტებენ. ერევანში აცხადებენ, რომ გზის ბლოკირების გამო ყარაბაღში მოსახლეობას პროდუქტები და მედიკამენტები არ მიეწოდება, რაც ჰუმანიტარული კრიზისს იწვევს.

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...