Jump to content
Planeta.Ge

დაითხოვეს რუსი გენერალი, რომელიც შხამების შექმნაზე პასუხისმგებელ ინსტიტუტს კურირებდა - The Insider


თანამდებობიდან გაათავისუფლეს რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის გენერალი ედუარდ ჩერნოვოლეცი, რომელიც იმ გასაიდუმლოებულ სამეცნიერო-ტექნიკურ სამსახურს ხელმძღვანელობდა, სადაც შხამების შექმნაზე მუშაობდნენ. ამის შესახებ The Insider-ი იუწყება, რუსეთის სპეცსამსახურის წყაროზე დაყრდნობით. მრავალრიცხოვანი გამოძიების თანახმად, აღნიშნული სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლები მონაწილეობდნენ ასევე ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის, ვლადიმირ კარა-მურზასა და მწერალ დმიტრი ბიკოვის მოწამვლაში.

ოფიციალური ვერსიით, ჩერნოვოლცევი საპენსიო ასაკის მიღწევის გამო პენსიაში გაუშვეს, მაგრამ The Insider-ის წყაროს ცნობით, კრემლში უკიდურესად უკმაყოფილო იყვნენ უწყებიდან მონაცემთა ბაზის ძალიან ხშირი გაჟონვით.

სხვა ანონიმმა თანამოსაუბრემ გამოცემას უთხრა, რომ ჩერნოვოლცევი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა კიევში, „ძალიან განიცდიდა უკრაინაში სპეცოპერაციის დაწყებას და მეგობართა წრეში არ მალავდა, რომ ეს ყველაფერი ძალიან შორის წავიდა“.

  • ალექსეი ნავალნი მოწამლეს 2020 წლის 20 აგვისტოს. პოლიტიკოსმა თავი ცუდად იგრძნო ტომსკი-მოსკოვის თვითმფრინავის ბორტზე. მან დაახლოებით სამი კვირა კომაში გაატარა. გერმანიაში, სადაც სამკურნალოდ გადაიყვანეს, ორგანიზმში მას „ნოვიჩოკის“ ჯგუფის მომწამვლელი ნივთიერების კვალი აღმოუჩინეს. Bellingcat-ის ჯგუფის, ასევე ჟურნალისტური გამოძიების სხვა წყაროების თანახმად, რუსეთის უშიშროების სამსახურის, "ეფესბეს", ოფიცერთა ჯგუფი მონაწილეობდა მოწამვლაში. იმავეს ამტკიცებდა ნავალნი.
  • Bellingcat-ის საგამოძიებო ჯგუფმა ასევე განაცხადა, რომ „ეფესბეს“ ე.წ. მომწამვლელთა გუნდი მონაწილეობდა პოლიტიკოს ვლადიმერ კარა-მურზაზე, მწერალ დიმიტრი ბიკოვზე (ისინი გადარჩნენ მკურნალობის შემდეგ) და პოლიტიკოს ნიკიტა ისაევზე (ის გარდაიცვალა) განხორციელებულ თავდასხმაში. რუსეთის ხელისუფლება უარყოფს ამ გახმაურებული მოწამვლის საქმეებში სპეცსამსახურების მონაწილეობას, მაგრამ სიმართლის დასადგენად რუსეთში სისხლის სამართლის არცერთი საქმე აღძრულა.

    რადიო თავისუფლება

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...